პაატა დავითაია – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ლევან ვარშალომიძის ოკუპანტ სახელმწიფოში ექსტრადირება არ მოხდეს

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოიყენოს დიპლომატიური კონტაქტები და ჩაერთოს ლევან ვარშალომიძის საქმეში, რათა არ მოხდეს მისი ექსტრადირება ოკუპანტ სახელმწიფოში, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ს მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის დაკავება და დასჯის მცდელობა.
„როგორც ცნობილია, რუსეთის მოთხოვნით ყაზახეთში დაკავებულია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. რუსეთის ფედერაცია უკრაინის ხელისუფლებასთან პოლიტიკური საკონსულტაციო საქმიანობის ბრალდებით დემონსტრატიულად სჯის ადამიანს, ვისაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის დაკავება და დასჯის მცდელობა. რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქე.
მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოიყენოს დიპლომატიური კონტაქტები და ჩაერთოს ლევან ვარშალომიძის საქმეში, რათა არ მოხდეს მისი ექსტრადირება ოკუპანტ სახელმწიფოში. ამას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგი და მეტად დააზიანებს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს”, – აცხადებს პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა