პაატა დავითაია – პროდასავლური ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ პრეზიდენტ ს ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები აქტიურად ჩაერთონ „მომავლის ქარტია – ერთობა ევროპისთვის“ პლატფორმაში, რაც შემდგომში გამოიწვევს კონსენსუსის გზით ამ ვალდებულებების შესრულებას.
„საპარლამენტო გამოსვლისას პრეზიდენტმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება ახალი პლატფორმის „მომავლის ქარტია – ერთობა ევროპისთვის“ შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს ქვეყნის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად. ის კითხვის ნიშნები, რაც არსებობს ოპოზიციაში ხელისუფლების მიმართ ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია, ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ცხრა პუნქტის შესრულებას. აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები აქტიურად ჩაერთონ ამ ფორმატში, რაც შემდგომში გამოიწვევს კონსენსუსის გზით ამ ვალდებულებების შესრულებას. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც უზრუნველყოფს საპარლამენტო ს ჩატარებას ისეთი სტანდარტით, რასაც ითხოვენ ჩვენგან პარტნიორები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა.
პარტია „ევროპელი დემოკრატები“ მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით და გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ ამ პლატფორმოს მუშაობაში, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ , – აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.