პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე და მამუკა გამყრელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას, პოლიტიკური საბჭოს წევრების ნიკოლოზ ვაშაკიძისა და მამუკა გამყრელიძის შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების კახა გოგიძის, აკია ბარბაქაძის, გიორგი თავდგირიძის და სხვების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის – საზოგადოებრივი ჯგუფების და ოპოზიციური პარტიების ერთობის, ერთიანი პლატფორმის შექმნის განხილვა იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა დავითაიამ აღნიშნა, პარტია მიესალმება ერთობის პლატფორმის შექმნის იდეას, რომლის ინიციატორებიც საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები არიან.
როგორც იდეის ინიციატორები აცხადებენ, უნდა შეიქმნას ძლიერი ერთობა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას არ მისცრმს ანტიდასავლური სცენარი განახორციელოს.
„მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, პროდასავლური ორიენტაციის საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, ვისთვისაც ღირებულია ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი, ვინც ერთგულია კონსტიტუციის 78-ე მუხლის, გავერთიანდეთ პლატფორმის ირგვლივ, რომელიც დააჩქარებს საზოგადოებრივი სახეებით გაძლიერებულ პოლიტიკურ კონსოლიდაციას”, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ერთობა, რომელიც არ მისცემს საშუალებას ხელისუფლებას განახორციელოს თავისი ანტიდასავლური სცენარი. მხოლოდ ერთობა არის ის ძალა, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა, რაც საბოლოოდ მოგვაქცევს იზოლაციაში და ქვეყანას დაუკარგავს ევროპულ პერსპექტივას”,- განაცხადა ერთ-ერთმა იდეის ინიციატორმა კახა გოგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც