პაატა ბურჭულაძის სიტყვა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება გააკეთა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა ბურჭულაძემ.
საოპერო მომღერალმა განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს.
“მინდა ავხსნა.
ისტორიული დღე იყო 4 ოქტომბერი. შეიკრიბა მთელი საქართველო… წარმომადგენლები. ჩავატარეთ ეროვნული კრება. სოფელი არ დარჩა საქართველოში, საიდანაც წარმომადგენელი არ იყო – გალიდან და სამაჩაბლოდან ჩამოვიდნენ. ჩვენ ვფიქრობდით იმას, რომ საქართველო არის გადასარჩენი. მივიღეთ დეკლარაცია. სულ ცოტა ხანი დასჭირდება, როცა კონსტიტუციონალისტები, მეცნიერები დასხდებიან და ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც გამარჯვების ერთ-ერთ დღეს საქართველოს ისტორიაში.
რა მოხდა 4 ოქტომბერს:
რომ არ ვიცოდე ვინ ვარ, პროკურორისთვის რომ გესმინა, ვიფიქრებდი, რომ ვიღაც ტერორისტი ვარ. ქართულ ოცნებას რა უნდა? წარმოაჩინოს, რომ აქ სხედან ტერორისტები?! ვინ დაიჯერებს, რომ მე, ვინც მთელი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, [აქციაზე ხალხს] მოვუწოდებდი, მიდით, დაარტყით მოკალით… თუ დაიჯერებთ, დაიჯერეთ.
ყოველთვის ვეხმარებოდი ბავშვებს. მათ შორის სხვა ქვეყანაში. ეს ბავშვები [ბადრაგი] ახლა გავიცანი, როგორც შეიძლება ვინმეს მოვუწოდო, დაარტყი.
რომ დავინახე, შეტაკება იწყებოდა, გადავძვერი ჯებირზე, მივედი რობოკოპებთან, ბიჭებო, არ გინდათ. მურათაზი აქეთ აჩერებდა, მე იქით ვაჩერებდი. ამას ეძახიან, რომ ჩვენ მოვუწოდებდით, მიდით და ერთმანეთი დახოცეთ.
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ რომ მომასხეს, გავხდი ცუდად. მომათავსეს საავადმყოფოში. პოლიციის უფროსი შემოვიდა 7 თუ 8 თანმხლები პირით. ხელზე ერთი გადასხმა მაქვს… მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს. ცოტა ხნის უკან, გამოკითხვა იყო, პატრიარქის მერე მეორე ადგილზე იყო პოლიცია ნდობის რეიტინგში. იკითხეთ აბა რატომ? მე გეტყვით, მაშინ კანონს ემსახურებოდით”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობები ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერზე – მინუსი იყო ის, რომ ამჯერად ნაკლებად აქტიური იყო “ჯენზი”, ხდებოდა მკვეთრი ზღვარსგადასული მოთხოვნების არტიკულირება – ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის დაზვერვა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსეთის მიერ “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების გამოყენება არ დაუშვას ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციის სხვა მცდელობებისთვის

პროკურატურამ 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა