პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

პროკურატურა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძესდა მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალურიმოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს ს და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეს ბრალს დღეს, 10:30 საათზე წარუდგენს.
შეგახსენებთ, -მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები – პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე 5 ოქტომბერს დააკავეს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – საფუძვლიანია ეჭვი, შიდა ამბოხს ხომ არ ამზადებდნენ „ოცნების“ ყოფილი ჩინოსნები, შეიძლება ორგანიზატორებს ჰქონდათ ასეთი დაპირება – გადატრიალების იდეის დისკრედიტაცია მოხდა, მაგრამ პროტესტის – არა

ირაკლი ქადაგიშვილი – ეს არის სირცხვილი ევროკავშირისა, როცა ასე იქცევიან – მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და გმობენ ქართველი ხალხის არჩევანს – თვითონვე თელავენ ფეხქვეშ ევროპულ ღირებულებებს და ამას ხალხი ხედავს