ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავებულია პაატა ალავერდაშვილი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე კი პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა.
როგორც დავით ჩხეიძე Facebook live-ში აცხადებს, ის პოლიციელებმა საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ გააჩერეს და როგორც ალკო ასევე ნარკოტესტზე გადაამოწმეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია.
Facebook live-ში ჩანს, რომ ჩხეიძე ადგილზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
Tvpirveli.ge დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.




