ოხანაშვილმა „რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „რუსული კანონის“ განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააძევეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით, სხდომიდან გააძევეს: , , და ხატია დეკანოიძე. მანამდე სხდომიდან ასევე გააძევეს თინა ბოკუჩავა და ც.
„რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვა დღეს, 15 აპრილს, დილით დაიწყო და განხილვისას სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტზე მმართველი პარტიის მხრიდან ისმოდა ხმაური და ოპოზიციის მიმართ საპასუხო რეპლიკები, ანრი ოხანაშვილს უმრავლესობის არცერთი წევრისთვის არ მოუწოდებია, რომ სხდომა დაეტოვებინა.
გარდა ამისა, ოხანაშვილი მიკროფონებს უთიშავდა დეპუტატებს, რომლებიც კანონს „რუსულს“ უწოდებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ