ოხანაშვილმა კიდევ 3 დეპუტატი გააძევა, იაგო ხვიჩიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„რუსული კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენიდან კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი — დავით ხაჯიშვილი, გიორგი ენდელაძე და ხატია დეკანოიძე — გააძევეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებიდან ამ დრომდე [15:20] 11 დეპუტატი გააძევა დარბაზიდან.
ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს, თუ მისი შეფასებით გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.
მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები: , ანი წითლიძე, ქეთი თურაზაშვილი, , , თამარ კორძაია, და .
„გირჩის“ ლიდერმა მ კი კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ყველანი ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ ამ სხდომას“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ის ამბობდა, რომ არ შეიძლება ასეთი იყოს საპარლამენტო მუშაობა. ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განცხადების დასრულება არ აცალა. ასევე დარბაზი დაატოვებინა ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ „ოცნებას“ შინაარსობრივი დისკუსია არ უნდა.
საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.