ოხანაშვილი ტყუის და პარლამენტში ონლაინ მედიის არშეშვებას დეზინფორმაციას უწოდებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავნმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ცრუობს და დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს დღევანდელ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.
აღნიშნული კითხვა ოხანაშვილს საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუსვა კერძოდ, დეკანოიძემ თქვა:
„დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს“ — თქვა დეკანოიძემ რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფონი გმაოუთო და თქვა — „ტყუილია, ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა ბევრს დასწრების შესაძლებლობა, ეს არის ტყუილი“ .
იგივე საკითხზე საუბარი სცადა დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, თუმცა ოხანაშვილმა კვლავ იცრუა, რომ არ შეუზღუდავთ საკანონმდებლო ორგანოში მედიის შეშვება.
ამასთან, ანრი ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავს იმ დეპუტატებს, რომლებიც „რუსულ კანონს“ ახსენებენ.
გუშინ, საქართვე,ოს პარლამენტიდან „ნეტგაზეთს“ მოსწერეს, რომ 15 აპრილს პარლამენტის შენობაში მხოლოდ აკრედიტებულ ტელევიზიების წარმოამდგენლებს შეეძლებათ. დაზუსტების შემდეგ, „ნეტგაზეთს“ პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა თამარ ჯანელიძემ განუცხადა, რომ შენობაში ვერ შევიდონენ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტები.
იურიდიულ საკითხთა სხდომა, რომელზეც „რუსულ კანონს“ განიხილავენ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.
სხდომას ვერ ესწრებიან ნეტგაზეთის, სტუდია „მონიტორის“, „პუბლიკის“, რადიო „თავისუფლების“, „ინტერპრესნიუსის“, „მთის ამბების“ და სხვა არაერთი მედიასაშუალების ჟურნალისტები.
· რა ხდება
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, -ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო