ოხანაშვილი მსხილაძეს: თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, მოგიწევთ, პასუხი გასცეთ

“თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ”, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
“გასაგებია, თქვენი პოზიცია. ბატონო გიორგი, თქვენ თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ, თქვენი ამ არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ. თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ ამ დარბაზში გასცეთ პასუხი და ჩვენი საზოგადოება ნახავს, თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია, სხვისი დაწერილია თუ ვისი დაწერილიც არის და ჩვენი საზოგადოება არის უფლებამოსილი, იცოდეს ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად ლაპარაკობს. ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც არ არის საპატიებელი და ამაზე პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას”, – მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.