“ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა კატასტროფა იქნება – შალელაშვილი არჩევნებისთვის ემზადება

“ოცნების” ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” კვლავ ხელისუფლებაში დარჩენა 12 წლიანი მმართველობის შემდეგ, “კატასტროფა” იქნება. ის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ამბობს, რომ სიამოვნებით შეუერთდება “მესამე ძალას”.
ამ საკითხებზე მან 20 მარტს ისაუბრა “ გიორგი თარგამაძის ფორმულაში”.
ბიზნესმენი, რომელიც 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”, 2019 წელს კი მანდატი ვადაზე ადრე დატოვა, თავის პოლიტიკურ გეგმებზე ნათლად არ საუბრობს, თუმცა საუბრობს ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ სთან მის შეუთავსებლობაზე.
შალელაშვილს საქართველოსთან ერთად ს მოქალაქეობაც აქვს – როგორც მან 20 მარტს განაცხადა, კობახიძესთან დაპირისპირება სწორედ ისრაელის საკითხით დაიწყო:
“ჩემი გაყრა ქართულ ოცნებასთან ისრაელის თემას ეხება. ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ. მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანასთან გვაქვს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რომლებსაც ისევ დეპუტატები ხელმძღვანელობენ. როცა ვთხოვე, რომ გავემწესებინე ამ ჯგუფის ხელმძღვანელად, რადგან თვითონ ისრაელელები ეძებდნენ მათთვის დასაყრდენ ძალას, კანონზომიერებაც ითხოვდა – მე ივრითზე ვსაუბრობ და ისრაელის მოქალაქე ვარ. [გაუგებარი იყო] რატომ არ გადადგეს ეს ნაბიჯი”, – განაცხადა შალელაშვილმა.
გარდა ამისა, შალელაშვილის თქმით, მას “ქართული ოცნების” განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის საპენსიო რეფორმაზე განსხვავებული ხედვა ჰქონდა, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევა კი მისთვის კიდევ ერთი არგუმენტი იყო დაეტოვებინა საპარლამენტო მანდატი.
მან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კითხვებს ასე უპასუხა:
“მე არა ვარ ივანიშვილის მეგობარი და არ შემიძლია მის პორტრეტზე საუბარი, მაგრამ ივანიშვილი რომ ქვეყნის მმართველია, ამაში ეჭვი არ მეპარება. მგონი არავის.
2018 წელს, როცა დაბრუნდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, რადგან მართლა მჯეროდა ამ ადამიანის. მიმაჩნდა, რომ მისი გუნდის წევრი ვიყავი და მეგონა ეს ადამიანი სწორად გადაალაგებდა ყველაფერს. იმიტომ რომ ბატონ ბიძინას არაფერი აღარ უნდა, იმდენად ყველაფერი აქვს – ყველაფერი გააკეთა ცხოვრებაში, პრემიერ-მინისტრი გახდა, უმდიდრესი ადამიანია, ყველაფერი აქვს, და ისევ ყველაფერი უნდა..
ბატონმა ბიძინამ უნდა დაასრულოს ქვეყანაზე მისი გავლენა. ჩარევა და დემოკრატიული წესით უნდა შეიცვალოს და ამ ცვლილებებით უნდა მოვიდეს ახალი ძალა”.
“ორგანიზმში თუ ნივთიერებათა ცვლა არ მოხდა, მოკვდება ორგანიზმი, თუ საზოგადოებაში 15-20 წელი ცვლილებები არ მოხდა, ეს საზოგადოება აუცილებლად მოკვდება. უკვე 12 წელია ხელისუფლებაში არიან, ახლა ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, ისევ ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში. ეს იქნება კატასტროფა, 12 წლისთავზე ოცნების კიდევ ხელისუფლებაში დარჩენა ქართულ საზოგადოებას დააზიანებს”, – ამბობს შალელაშვილი.
ის ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, სიამოვნებით შეუერთდება ასეთ ძალას:
“ქართულ ოცნებას” უფრო მეტი შანსი აქვს მოგების, ვიდრე ოპოზიციას, თუ [არ გაერთიანდება]. მე ვერ მოვუწოდებ, მაგრამ შევუერთდებოდი. ყველა ძალამ უნდა გადადოს ამბიციები, გარდა ნაციონალებისა, პრაქტიკულად ფიზიკურად არ შეიძლება მათთან გაერთიანება და უნდა შეიქმნას მესამე ძალა”.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პირობებში “ხმები არ დაიკარგება”.
შოტა შალელაშვილმა საპარლამენტო მანდატი 2019 წელს, ვადაზე ადრე დატოვა და პოლიტიკური პარტია დააფუძნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები