“ოცნების წისქვილზე წყალს დაასხამს” – მელია ერთიან სიაზე სააკაშვილის ინიციატივას პასუხობს

პარტია ახალის თანათავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს მიერ შემოთავაზებულ ოპოზიციის ერთიან სიაზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს იდეა ქართული ოცნების წისქვილზე წყალს დაასხამს.
კერძოდ, მელიამ თქვა, რომ შეიძლება ოპოზიციის ერთიანი სია საზოგადოების ნაწილის მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ინიციატივა მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედებს.
“რაც შეეხება სააკაშვილის იდეებს. მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე – სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, კეზერაშვილზე, ახლა აბსოლუტურად უადგილოა. ვფიქრობ, რომ მათ აქვთ პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვაში არანაირი პრობლემა არ ექნება. ასე ელექტორალური, საარჩევნოდ შექმნილი ერთობა შესაძლოა რიტორიკულად მიმზიდველად ჟღერდეს საზოგადოებისთვის ნაწილისთვის. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სხვაზე მეტყველებს: არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს, ვინაიდან, მჯერა, რომ ეს იქნება ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასხმის არათუ მცდელობა, არამედ ამის განხორციელებისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნას – ეს სხვა საკითხია”, – განაცხადა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნისა და არჩევნების შემდგომი გარდამავალი პერიოდის აღების ინიციატივით 17 აპრილს სასამართლო პროცესზე გამოვიდა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთიანი სია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ, არამედი ნეიტრალურ პარტიაზე უნდა შეიქმნას.
“პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. 2020-შიც ვუჭერდი მხარს. ერთიანი სიის შექმნა შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, ამ მთავრობის წინასწარ გამოცხადებას, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე. გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების მერე.
ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და ს აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებშია შემოსული და შიგნიდან გვანგრევს. ეს უნდა განეიტრალდეს ჩვენი ერთიანობით”, – განაცხადა სააკაშვილმა.