„ოცნების“ ცნობით, ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა, რის გამოც სპორტსმენებისადმი მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ორი კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. „ოცნებამ“ განმარტა, რომ ამ მიზეზის გამო, პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენებისადმი ივანიშვილის მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა.
„ამჟამად, ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
ივანიშვილი ბოლოს საჯაროდ „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისა და საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე, 16 ივლისს გამოჩნდა.
მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ძიუდოისტებს, ლაშა ბექაურს, ტატო გრიგალაშვილსა და ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ქართველმა ძიuდოისტებმა სამი მედლის აღება შეძლეს. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ლაშა ბექაური (-90 კგ) კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი ლენა შილინგი – მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია – ის, რისთვისაც ბრალი წაუყენეს, ევროპის უმეტეს ქვეყნებში, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული

გიორგი კლდიაშვილი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება „შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის, რაც შეეხება აქციებზე დაკავებულებს, მიუხედავად სისტემის მობილიზებისა, რომ მათ ბრალი დაუმტკიცონ, ამას ვერ ახერხებენ