“ოცნების” პროპაგანდა “Facebook”-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა

სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” გავრცელებული ინფორმაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” მფლობელმა კომპანია “მეტამ” ყალბ ინფორმაციად მონიშნა – “ქართული ოცნების” ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია.
კამპანია, რომ თითქოს, რუსული კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, “ქართულმა ოცნებამ” სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა დაიწყო.
ახლა ასობით გვერდზე გაზიარებული ეს ყალბი ინფორმაცია რუსული კანონის შესახებ დაჰაიდებულია.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ს გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს.