,, ოცნების ოპოზიციაში ყოფნა ვიღაცებისთვის განსაწმენდელი არ არის და ყველამ თავის ცოდვებს მიხედოს” – მანანა ნაჭყებია

ყოფილი პარლამენტარი, მანანა ნაჭყებია:
,,ბევრი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი, რომელიც ფესიბუქსივრცემ ძალიან დამაახლოვა ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის და საერთო ევროპული ღირებულებების გამო, ცდილობს თვითონ არ გამოთქვას საკუთარი აზრი რუსთაველზე მომხდარი გუშინდელი ექსცესის შესახებ , მაგრამ სხვა ადამიანების პოსტებს აზიარებს, რომლებიც იწონებენ თავდასხმას გრიგოლ გეგელიაზე, მოღალატეებს უწოდებენ ლელოს ადგილობრივი ს მიმართ განსხვავებული პოზიციის გამო. აღარ ყოფილა საშველი თუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ განსხვავებული აზრი, პოზიცია, ბრძოლის საკუთარი სტრატეგია და საკუთარი ხედვა ღალატი და დანაშაულია. განსხვავებული აზრი გვქონდა მეც და ჩემს თანაპარტიელებს 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს და ვამბობდით, რომ აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ნაცმოძრაობა პრობლემებს შეუქმნიდა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. მერე მრავალი წელი, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მოღალატეებს გვეძახდნენ, ქუჩაში ვიდექით და ნაცმოძრაობას ვებრძოდით. 2011 წელსაც იგივე განმეორდა და როცა ყველა ბიძინას გაიძახოდა, ჩვენ ვთქვით, ეს რუსული პროექტია და ქვეყანას მძიმედ დაუჯდებაო. დღეს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ბიძინასადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო მოღალატეებს გვეძახდნენ, კვლავ ქუჩაში ვართ და ახლა ბიძინას ვებრძვით. დრომ განსაჯა ვიყავით მოღალატეები თუ არა. ამიტომ, გთხოვთ, თავი შევიკავოთ ასეთი რადიკალური შეფასებებისგან, მითუმეტეს ქართულ ოცნებას ვებრძვით სწორედ იმის გამო, რომ ევროპულ კურსს ცვლის და რუსეთში გავბრუნებს. ევროპა და ევროპული ღირებულებები კი პირველ რიგში სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაა, – განსხვავებული აზრის ჩაქოლვა. ერთსაც გეტყვით პირდაპირ. მე მგონი, იმიტომ არ ვიბრძვით, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავ ის წლები დავუბრუნოთ, როცა მუმლაძის პარტია თავზე გვახევდა კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და ციხეში ამწყვდევდა არასასურველ ადამიანებს. მუმლაძის აშენებული საქართველო არ მინდა და ვვარაუდობ, არც თქვენ გინდათ. და კიდევ ერთი. ის, რომ ოპოზიციამ ერთმანეთი არ უნდა ვჭამოთ, ცხადზე ცხადია და ოპოზიციის ოპოზიცია ვერ ვიქნებით, ეს არაერთგზის გვითქვამს. მაგრამ ვერც იმას მოვითმენ პირადად მე, რომ მუმლაძემ განმისაზღვროს დღის წესრიგი. ქართული ოცნების ოპოზიციაში ყოფნა ვიღაცებისთვის განსაწმენდელი არ არის და ყველამ თავის ცოდვებს მიხედოს და მიხვდეს, რომ ეს ბრძოლა მათ დაბრუნებას არ ემსახურება.“