„ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი – მილერი გახარიაზე თავდასხმაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს.
„მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას მიმართ.
ეს არის „ქართული ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს“, – დაწერა მილერმა X-ზე.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას მიმართ.
15 იანვარს ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
გიორგი გახარია დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით, რაც 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ს შემთხვევაში, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მამუკა მდინარაძის კომენტარიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, საქმეში დაზარალებულად არა გახარია, არამედ დიმიტრი სამხარაძე ცნონ.