ოცნების მსგავსად, მინისტრების აქციაზე მისვლას რუსეთის საბჭოს ვიცე-სპიკერიც აკრიტიკებს

ქართული ოცნების მსგავსად, ს საბჭოს ფედერაციის ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლის გამო აკრიტიკებს.
ვიცე-სპიკერმა ისლანდიის, ლიეტუვისა და ს მინისტრების გამოსვლა ში მაიდნის დროს -ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას შეადარა.
ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიან პროტესტს “ძალადობრივს” უწოდებს და აქციაზე გასულ მინისტრებს “საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში” ადანაშაულებს.
“ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს თბილისში “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამართულ უკანონო, ძალადობრივ საპროტესტო აქციაზე – კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით ს “მაიდანზე”. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება – საცდელი სუბიექტების მიერ სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მათ საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა მთელი მსოფლიოს თვალწინ”, – აცხადებს ის.
აქციაზე მინისტრების მისვლა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა. მან თქვა, რომ “ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში”.
მინისტრებს “დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობის ხელშეწყობაშიც” ადანაშაულებს. ის კანონის საწინააღმდეგო პროტესტს “რადიკალურს და ძალადობრივს” უწოდებს.
მანამდე, მინისტრების აქციაზე გასვლა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა მ გააკრიტიკა და თქვა, რომ “ეს არა მეგობრობა, არამედ პირდაპირი მტრობა და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივების მცდელობაა”.
გუშინ, 15 მაისს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული კანონის საწინააღმდეგო სტუდენტების მარშს შეუერთდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთა სიტყვით მიმართეს. მოგვიანებით, აქციაზე მივიდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.