,,ოცნების მომხრეებო, როგორ არ გრცხვენიათ? როგორ არ ფეთქდებით? ეს ამაზრზენი სპექტაკლი ხომ სინამდვილეში თქვენთვის იდგმება?” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ,,სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, :
,,მორიგი, თითქოს ჩვეულებრივი დილა გათენდა, თითქოს არაფერი გამოარჩევს მას, მაგრამ არაფერია ჩვეულებრივი და ნორმალური, და დღევანდელი დილაც გამორჩეულად მძიმეა. ასე იქნება ყველა დილა სანამ მზია ისევ პატიმრობაშია! ნინო დათაშვილი პატიმარია! და ყველა ის ახალგაზრდა ვინც ასე მედგრად ხვდება სრულიად უსამართლო და უგულო განაჩენებს! პოლიტიკური ლიდერებიც ისევ ციხეში არიან გამოკეტილი მოგონილ კომისიაზე არ გამოცხადების გამო!
ეს სიმძიმეც, რომელიც ყოველ დილით თავს გვახსენებს, არ განელდება სანამ ეს მოცემულობა არ შეიცვლება!
ოცნების მომხრეებო, როგორ არ გრცხვენიათ? როგორ არ ფეთქდებით? ეს ამაზრზენი სპექტაკლი ხომ სინამდვილეში თქვენთვის იდგმება? ამას ხომ თქვენთვის აკეთებენ? 6 თვეა, ისეთ რეგვენებად გთვლიან, რომ ხან ექსპერტების დაკითხვებს გასმენინებენ, ხან პროკურორებისა და პოლიციელების მტკიცებას თუ როგორ შეუვარდისფრდა, და მერე აუწითლდა, ან ვარდისფრად დარჩა, იმიტომ რომ ის ძლიერი კაცია და სუსტი ქალის სილა ვერ გაუწითლებდა, როგორ ტანჯვას განიცდიდა ან შეუძლებელია ეს ყოფილიყო ტანჯვა, მაგრამ ხომ ეტკინა …….
#თავისუფლებამზიას

ასევე დაგაინტერესებთ