ოცნების მიზანი იყო, საქართველო დასავლეთის ქვეყნების რადარიდან გამქრალიყო – ჰამილტონი

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და თადარიგის პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოსა და -ს სამხედრო პარტნიორობის საკითხისა და მმართველი პარტიის მიერ პროდასავლური კურსის ცვლილების შესახებ ისაუბრა.
ჰამილტონის თქმით, აშშ-ს მცდელობა, გაეძლიერებინა სამხედრო პარტნიორობა საქართველოსთან, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან “საქართველომ უბრალოდ არ გააკეთა ბევრი რამ, რა პირობითაც ამერიკის დახმარების მიღებას დათანხმდა”.
“ამ კუთხით, ნამდვილად არ გვინახავს მოტივაცია იმისა, რომ საქართველოს გაეტარებინა მტკივნეული რეფორმები, რომელთა გატარებასაც [თავიდან] დათანხმდა; რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველიყოს ამერიკის დახმარებით ადგილზე შექმნილი შესაძლებლობების დამოუკიდებლად შენარჩუნება […] პოლიტიკური ცვლილება ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მიმართულებით, მაშინ ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას [საქართველოს] სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად რაც არ უნდა გაეკეთებინა, ამას არ ექნებოდა ეფექტი”. – თქვა პოლკოვნიკმა ჰამილტონმა.
ჰამილტონმა ასევე ისაუბრა ქართული ოცნების მიერ პროდასავლური კურსის ცვლილებასა და რუსულ კანონის მიღებაზე, რომლის გამოც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას უნდა შეუწყდეს, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებს უნდა გაუორმაგდეთ დასავლური დახმარება.
ჰამილტონის თქმით, ქართული ოცნების მიზანი იყო ავტორიტარული და პრორუსული მიმართულებით მოძრაობით საქართველო დასავლეთის ქვეყნების რადარიდან გამქრალიყო. პოლკოვნიკმა ჰამილტონმა თქვა, რომ მისი აღქმით, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პროდასავლური კურსის თვალსაჩინო ცვლილება დაახლოებით 2019 წელს გავრილოვის მოვლენების დროს დაიწყო, როცა მთავრობისთვის ნათელი გახდა, დასავლეთი ეწინააღმდეგებოდა საქართველოში ავტორიტარიზმს და მმართველობის რუსულ მოდელს.
“ამასთან, “გლობალური ომის პარტიასა” და “საქართველოს ომში ჩათრევაზე” მთელი ეს საუბარი აბსოლუტური ნონსენსია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ეს იცის. იცის, რომ არ არსებობს არანაირი მცდელობა საქართველოს პარტნიორების, თუ, შესაძლოა, ყოფილი პარტნიორების მხრიდან, რომ ის სთან ომში ჩაითრიონ. ომის გაფართოება არავის სურს. მაგრამ, ეს ხელსაყრელი მდგომარეობაა, ხელსაყრელი ნარატივი, რომელიც შეუძლიათ კვლავაც გაიმეორონ უკრაინაში ომის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გასამართლებლად. პოლიტიკის, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიდან ისე დაიწყო, თითქოს ღობეზე მსხდომები უყურებდნენ რა მოხდებოდა, ახლა კი რუსულ მხარეს არიან გადახრილნი”. – თქვა ჰამილტონმა.