„ოცნების“ ბრძოლა ივანიშვილის ფულის გადასარჩენად

„ქართული ოცნების“ ბრძოლა ივანიშვილის ფულის გადასარჩენად – კიდევ ერთი ახალი რაუნდი დაიწყო.
ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ცნობით, აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიული ბანკის “Julius Baer”-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ამ განცხადების კვალდაკვალ „ოცნების“ წევრები თუ მათი ანალიტიკოსები ერთმანეთის მსფავს განცხადებას აკეთებენ
:
„მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა „დიფ სთეითზე”, უფრო გაშალა ეს თემა ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის, ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო, დასაჯონ და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც.
ბუნებრივია, დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს, მარტივი ამბავია – ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელმაც თავისი ქვეყანა არ გასწირა და ეს პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და მყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს. უკვე მას შემდეგ, რაც “დიფ სთეითზე” დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე. რაც უნდა შვეიცარიული ბანკები გაანადგურონ, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მათ ვერ გაიცნეს – ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს”

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად