“ოცნების” ბრიგადებმა პოლიციელები სასტიკად სცემეს – მედია

“ტვ პირველის” ცნობით, 7 დეკემბერს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, ტიტუშკების ბრიგადებს აქციის მონაწილეები ეგონათ და ისინი სასტიკად სცემეს.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, ესენია გომელაურის ორი თანამშრომელი, ნიკა გვარაძე და გიორგი ვალიშვილი, ისინი სახეს მალავენ და დახმარების მიღების გარეშე ტოვებენ ტერიტორიას.
შაბათის ეთერს, გიორგი ვალიშვილის მეზობლებმა დაუდასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სასტიკად ნაცემია, ჯერ საავადმყოფოში იწვა ახლა, თბილისს გაარიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ