“ოცნება” სისხლიანი მატჩის მასპინძლად მოგვევლინა” – რა ხდება გორში? – რომან გოცირიძე

ბელარუსის 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები დღეს, 17 საათზე, გორში მასპინძლის რანგში გამართავს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას უელსის ნაკრების წინააღმდეგ. ბელარუსი სხვა შეხევედრებსაც გორში ჩაატარებს, რადგან რუსეთის მოკავშირე ამ ქვეყნის სტადიონები დასანქცირებულია უკრაინაში აგრესიის გამო. დიდების ნაკრები უნგრეთში მართავს თამაშებს. ამ თამაშებზე მაყურებლები არ დაიშვებიან.
უნგრეთის გარდა ღირსების მქონე არცერთი ქვეყანა არ დათანხმდა მასპინძლის რანგში ბელარუსის ნაკრებების საშინაო თამაშების საკუთარ ქვეყანაში აჩატარებას. “ოცნების” ხელისუფლებამ კიდევ ერთი ანტიქართული და ანტიდასავლური ნაბიჯი გადადგა, კიდევ ერთხელ დაუმტკიცა რუსეთს ერთგულება, შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინელ ხალხს და სისხლიანი მატჩის მასპინძლად მოგვევლინა.
რუსეთის მარიონეტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მისი ხელმძღვანელობა, “ოცნების” მთავრობასთან ერთად არის პაუხისმგებელი ამ სამარცხვინო ფაქტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)