„ოცნება“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მზადა ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის — ლექსმანი

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრი მირიამ ლექსმანი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსული კანონის დაბრუნების შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირად სცადა, მისი ქმედებების შემოწმება გაუქმებინა, მაგრამ სიმართლეს ვერ გააუქმებენ. „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საქართველოს ევროპული რეფორმების გზას“, — წერს ლექსმანი X-ზე.
The Georgian Dream tried its best to turn off scrutiny of its actions, but they can't cancel the truth. The GD government once again proves that it is willing to sabotage Georgia's European reform path https://t.co/eWK82YdPP8 — Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) April 3, 2024
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ც.
ამ თემაზე:
„ქართული ოცნება“ ევრო-აზიური ტირანიისკენ მიისწრაფვის — აუსტრევიჩიუსი
„ოცნება“ „რუსულ კანონს“ აბრუნებს