„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თარჯიმანმა გერმანიის კანცლერის სიტყვები არასწორად თარგმნა

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თარჯიმანმა გერმანიის კანცლერის სიტყვები არასწორად თარგმნა
„სასიხარულოა, რომ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მკაფიოდ თქვა: “აგენტების” შესახებ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ის წინააღმდეგობაშია ევროპულ ფასეულობებთან და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარ კანონს საქართველო არ მიიღებს.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაალ ანდრონიკაშვილი წერს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის პრესკონფერენციის სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდა.
„პრესკონფერენციის კონტექსტში ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს ამ კანონით არანაირი ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ასევე აღნიშნა სასამართლო რეფორმის, პარლამენტის მიერ ინსტიტუციებზე კონტროლის და დეოლიგარქიზაციის აუცილებლობა, ასევე ისიც, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
ცალკე აღსანიშნავია პრ. მინ. კობახიძის უტიფრობა, ამის შემდეგ კიდევ ეთქვა, რომ ეს კანონი „გამჭვირვალობას“ ემსახურება და რომ ამ კანონის გატანა არ იგეგმება. არა რუსულ კანონს!“- წერს ზაალ ანდრონიკაშვილი.
დღეს ირაკლი კობახიძისა და ს პრესკონფერენციის სინქრონული თარგმანი მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა თარჯიმანს პოლიტიკურად ანგაჟირებული და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი უწოდეს. მათი თქმით, თარჯიმანმა თარგმანი გააყალბა და გერმანიის კანცლერს არ უხსენებია სიტყვა აგენტი.
„საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები
ბატონი შოლცისგან გავიგეთ , რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანაირი “ე.წ რუსული” არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ.
პ.ს: ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული , ნაცმოძრაობის მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა,“- წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა.

თარჯიმანი სიტყვების გაყალბებაში დაადანაშაულა მაც და იმედი გამოთქვა, რომ კანცლერის კომენტარის გაყალბებაზე რეაგირება ექნება ოლაფ შოლცის ადმინისტრაციასაც.

ასევე დაგაინტერესებთ