ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კომპანიის მტკიცებით, კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს. „გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს 10,7%. „ლელო“ – 10,4% „გირჩი“ – 5,1 % „პატრიოტთა ალიანსს“ – 4,2 % ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%
კომპანიის თქმით, კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.




