ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძეც გარეულია, რადგან ძმებ მიქაძეებთან ყველანაირად არის დაკავშირებული. ,,ლელო ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლოდერი ტვ პირველთან აცხადებს:
“ოცნებას“ პროკურორად ჰყავდა კაცი, რომელმაც შეუკვეთა მკვლელობა. ფარცხალაძეც არის ამ საქმეში გარეული, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რადგან მიქაძეებთან ძალიან გადაბმული იყო. წარმოგიდგენიათ რა დეგრადაციის კაცი ჰყავდათ? მაგრამ თვითონც ასეთები არიან და ამიტომ არის ასეთ დღეში ქვეყანა. უკვე დაერივნენ ერთმანეთს და ეს ძალიან კარგია, ნორმალური ხალხისთვის. ჩვენ ზურგს უკან ხდება დაკაჩავებები და ამოკაჩავებები, საქმის გარჩევები. ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვინმეს დაჭერა, ან გადაწყვეტილების მიღება არ მოხდებოდა. ეს კობახიძის და ქარაქუცების დონის გადაწყვეტილება არ იყო. ეს ძალიან დაარტყამს “ოცნებას“, შიგნით ეს რყევები ხომ არის, ისედაც ერთმანეთს არიან დარეულები. ნორმალური ადამიანები ვინც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, გული გვერევა ამ ყველაფერზე. ფარცხალაძეს იქ ქოლ-ცენტრები ჰქონდა, ფული იშოვა, ახლა მილიარდი დააბრუნეო, მერე ადგა და მკვლელობა შეუკვეთა. მთავარი პროკურორი იყო, წარმოიდგინეთ, კაცი ჯერ ბოტასების ქურდი იყო, ისეთი ჩანჩურა და ძონძი იყო, მერე პროკურორად დანიშნეს, მერე დიდი ფული იშოვა, მერე წავიდა და რომანოვად გადაიკეთა გვარი. წარმოიდგინეთ, კაცი მთავარი პროკურორი იყო და მკვლელობის მონაწილეა. ძალიან კარგია, რომ დარეულები არიან, ჭირსაც წაუღიათ ეგენი, -განაცხადა ელისაშვილმა.
