ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ეს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოცნების ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე თქვა.
გახსნას ესწრება ოლიგარქი ც.
“დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანია, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება”- თქვა ღარიბაშვილმა.