“ოცნებამ” საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორა – მარშს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა

„არა რუსულ რეჟიმს – დაიცავი უვიზო“ – დედაქალაქში მიმდინარე მარშს თსუ-ის პირველი კორპუსიდან რუსთაველისკენ მსვლელობას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ც შეუერთდა.

როგორც მან “შაბათის ეთრის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირს ზურგი აქცია:

ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, ჩამოეშორებინა საქართველო ევროპული გზიდან! ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ოფიციალური თვილისიდან ყველა ის გზავნილი მოდის, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ ზურგი შეაქცია ევრიპას. ეს ხალხი კი რომელიც გამოსულია ქუჩაში პასუხს აძლევს ევროპას – ჩვენ გვინდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ევროპული მომავალი შევინარჩუნოთ, დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.