“ოცნებამ” სამშობლოს ღალატის ფასად 7 349 ლარი გამოაცხადა” – სალომე სიმონია

ფოტოკოლაჟი – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

ოცნებას იმდენად არაფრად უღირს ქვეყანა, რომ სამშობლოს ღალატის ფასად 7 349 ლარი გამოაცხადა.
7 არასამთავრობო ორგანიზაციას რის გამოც სამშობლოს ღალატის მუხლით საქმე აღუძრეს, ოცნების ტელევიზიის, TV იმედის მიერვე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ მათ ჯამში 7349 ლარი აქვთ დახარჯული: ბინტი, სპირტი, ნიღაბი და სხვა ნივთების შეძენაში.
● სოციალური სამართლიანობის ცენტრი – 2065 ლარი
● სამოქალაქო საზოგადოების ფონდი – 1200 ლარი
● სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – 1200 ლარი
● ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – 678 ლარი
● დემოკრატიის მცველები – 500 ლარი
● საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – 1706 ლარი
● საფარი – (არ აქვთ მითითებული)
⭕️სამაგიეროდ, ვისი მიმართვითაც ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ვატო შაქარაშვილია, რომელსაც საკუთარი და მასთან დაკავშირებული გვერდების დარეკლამებაში 300 000 ლარზე მეტი აქვს დახარჯული.
❓️თან იცით რაში ხარჯავს ამ ფულს? რუსეთს ადიდებენ და ევროპას აგინებენ. პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებენ დიდი მონდომებით.
▪️ვატო შაქარაშვილი 2015 წელს, გოგა ხაინდრავას სტუდია „Le Khaindrao Production“-ში მუშაობდა ანალიტიკოსად. მერე TV იმედის ანალიტიკოსი გახდა. ბოლოს, საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციაში თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა.
▪️2018 წელს დეკლარაციის არასწორი შევსების გამო დააჯარიმეს – ცოლის კომპანიის შემოსავლებს მალავდა, რომელსაც თბილისის მერიისგან 2 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა მიღებული, 233 113 ლარის ოდენობით.
▪️ამავე წელს, მისი მეუღლე ნია ქირია, სალომე ზურაბიშვილთან მუშაობდა, პიარის და მედიის სამსახურის უფროსად.