ოცნებამ ოფშორების შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავდა.
კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ს ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.
“რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა და საქართველოში შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ამაში ცუდი რა არის?”, – ამბობს კვიჟინაძე.
ლელოს წევრის, ს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ დასანქცირების გზაზე დგას და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ოცნებამ კანონის მიღება.
“პუტინის, პეტრუს, ლავროვის, ყველა თქვენი უფროსის კაპიტალი არის ოფშორებში და არის დასანქცირებული და ბიძინა ივანიშვილმა რომ იცის, რომ მათ გზას დაადგა მისი კაპიტალიც, ამისთვის გაღებინებთ დღეს ამ კანონს. ხშირად გვესაუბრებით იმაზე, რომ ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი ქართველი ხალხის და ახლა იღებთ კანონს, რომ ქართველი ხალხი გაძარცვოს მორიგ ჯერზე.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბიძინა ივანიშვილს, გამოაქვეყნოს, მის მიერ შექმნილმა ბიზნესმა რა გადასახადები გადაიხადა ბიუჯეტში, რაც ქართველ ხალხს გამოადგა და აღმოჩნდა, რომ ახლა საერთოდ კანონს ცვლის, რომ საერთოდ არ გადაიხადოს, რისი შემოტანაც აქ უნდა. ეგ არის ამ კანონის დანიშნულება”, – თქვა სამადაშვილმა.