“ოცნებამ ნაცების “ფასების კამპანია” წააგო – დღეს ქოცები საჩხუბრად იყვნენ მოსულნი” – იაგო ხვიჩია

ეს ინიციატივა ქართული ოცნების კრიზისს აჩვენებს და იმას რომ არ დარჩა არანაირი იარაღი ნაციონალური მოძრაობის ფასების კამპანიასთან დაკავშირებით, პირწმინდად წააგეს ეს კამპანია და საჭირო იყო ახალი ჩხუბის მიზეზი, საჭირო იყო ახალი კამპანია, რომლიც ჩხუბს გამოიწვევდა, რუსული კანონის ყვირილი დაიწყებოდა, დღეს ისინი შემოსულნი იყვნენ დარბაზში საჩხუბრად. ნაცებმა იქვე გადაწყვიტეს, რომ არ აპირებდნენ პასუხის გაცემას, მერე მოვიდნენ ქოცები, აუტეხეს ალეკო ელისაშვილს ჩხუბი და იქ ყვირილი მაინც შედგა. იმედი მაქვს, ალეკოც მიხვდება რა ტაქტიკაა ეს და არ აყვება ქართულ ოცნებას. რომან გოცირიძისნაირმა დისკრედიტირებულმა პირმა არ უნდა მოუწოდოს ხალხს ქუჩაში გამოსასვლელად. ეს უნდა ქართულ; ოცნებასაც. მოუწოდონ დისკრედიტირებულმა პირებმა პროტესტისკენ, მერე ეს პროტესტი გაბანძდეს და დაჩრდილონ გასული წლის აქციების ელვარება. ხალხი თუ შეიკრიბება – თვითონ უნდა შეიკრიბოს, მერე შეიძლება შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები. ქოცებს აწყობთ ნაცემის ამ სიმშვიდეს უპასუხონ ისტერიით და ამაში ვიღაცა აიყოლიონ. ნაცემი მართლები იყვნენ, როცა მშვიდად გაუტარეს, როგორც ლგბტ კამპანიის დროს, მშვიდად ჩაიარა და მხოლოდ დაცინვა იყო. რომან გოცირიძის მოწოდებით ხალხი რომ ქუჩაში გამოვა და ამათ დაამხობს, მე მაგის არ მჯერა, პირიქით, ოცნებას აწყობს ახლა, ნაცების ფასების ოლიტიკას უპასუხონ ისტერიით და ვიღაცა აიყოლიონ.