„ოცნებამ“ თვითმმართველ ქალაქებში მანდატების 80%-ზე მეტი მიიღო – როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები

ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა: მისი კანდიდატი გახდა მერი 64-ვე მუნიციპალიტეტში. ასევე უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებში – ოპოზიციამ ვერცერთი მაჟორიტარის გაყვანა ვერ შეძლო.
· საკრებულოში მოსახვედრად აუცილებელი იყო 4%-იანი ბარიერის გადალახვა;
· თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს დეპუტატების 80%-ზე მეტი „ქართული ოცნების“ წევრი იქნება.
თბილისი
· #3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) – 1 მანდატი;
· #9 – „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 2 მანდატი;
· #36 – „გირჩი“ – 2 მანდატი;
· #41 – „ქართული ოცნება“ – 45 მანდატი.

· #9 – „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 1 მანდატი;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 1 მანდატი;
· #36 – „გირჩი“ – 1 მანდატი;
· #41 – „ქართული ოცნება“ – 22 მანდატი.

· #9 – „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 1 მანდატი;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 1 მანდატი;
· #41 – „ქართული ოცნება“ – 23 მანდატი.
ქუთაისი
· #9 – „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 1 მანდატი;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 1 მანდატი;
· #36 – „გირჩი“ – 1 მანდატი;
· #41 – „ქართული ოცნება“ – 22 მანდატი.
რუსთავი
· #3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) – 1;
· #9 – „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 1 მანდატი;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 1 მანდატი;
· #36 – „გირჩი“ – 1 მანდატი;
· #41 – „ქართული ოცნება“ – 21 მანდატი.
საქართველოში თვითმმართველობის 4 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა არ მიიღო ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო 64-ვე ოლქში.
ფორუმი