„ოცნებამ“ განაახლა ნარატივი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მაშველ რგოლად ლევან იოსელიანი გამოიყვანა“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
„ე.ი. რეჟიმს ჯერ ახალი არ დაუნიშნავს და უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ინსტრუმენტად ს 16 აგვისტოს დადგენილება ხომ გახსოვთ ? კომისიის წევრებს შორის ფუნქციები რომ 7 დღით ადრე ნაწილდება ნაცვლად კენჭისყრის დღეს განაწილებისა. ახლა ეს ყველაფერი საარჩევნო კოდექსში გადააქვთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაავრცელონ.
ანუ, გაყალბების კარგად აპრობირებული მეთოდები, რამაც 26 ოქტომბერს გაამართლა, კანონში გადააქვთ.
ამ ფონზე „ოცნებამ“ განაახლა ნარატივი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მაშველ რგოლად ლევან იოსელიანი გამოიყვანა, რომელიც თან ამბობს, რომ არჩევნების შეფასება მისი მანდატი არ არის და თან აფასებს, რომ არ გაყალბებულა.
ხოდა, მთავარი მოთხოვნა არ დაგვავიწყდეს: ახალი არჩევნები!“