„ოცნებამ“ გაგვაგებინოს, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი ციხეში? — ლილუაშვილი

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებისგან“ ითხოვს ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სვამს კითხვას, რატომ არ აბრუნებენ მას ციხეში.
„მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოგვაწოდონ ინფორმაცია ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმიტომ რომ, თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯერ კიდევ რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში?! მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ ახორციელებს სააკაშვილი ხელისუფლებისგან ნებადართულ საარჩევნო კამპანიას სასამართლოების საფარქვეშ. გარდა ამისა, არავის უკვირს ის რეკლამირება, რომელსაც სააკაშვილს უწევენ , მდინარაძე და კომპანია“, — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა~ თანამშრომლობენ პოლიტიკასა და ბიზნესში, მათ შორის „ქოლ-ცენტრების“ საქმეში.
„გასაგებია, რომ ერთად ფულის კეთება უყვართ და კოჰაბიტაციის პიკში აგვიხსნან, ეს ითვალისწინებს თუ არა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებასაც ახლო მომავალში“, — განაცხადა ლილუაშვილმა.
მან არ გამორიცხა, სააკაშვილმა მოქალაქეებს ახალი წელი საავადმყოფოდან პირდაპირი ეთერით მიულოცოს და თქვა, რომ არ გაუკვირდება, „2024 წლის არჩევნების შიშმა „ქოცებს“ იგი ციხიდან გამოაშვებინოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება