„ოცნებამ“ გააღვიძა ურჩხულები… თავის დედებს ჰკითხონ – გაბრაზებული დედა ურჩხულზე ძლიერია” – საბა სხვიტარიძის დედა

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე, გეგმავს, 14 აპრილს სტუდენტების პროტესტს შეუერთდეს.
„ოცნებამ“ და ამ ურჩხულებმა გააღვიძეს ურჩხულები. თავის დედებს ჰკითხონ, თავის მეუღლეებს ჰკითხონ – გაბრაზებული დედა ურჩხულზე ძლიერია. ვერ დაგვამარცხებენ, ყველაფერს დავეტაკები და გადავცემ ამათ, რომ ტოქსკოპულოს როლს ნუ ასრულებენ და კარგად გაითავისონ დედის სიძლიერე. ვერ მოგვერევიან. არ ყოფილა პრეცედენტი, რომ, როდისმე ვინმეს, რომელიმე ხელისუფლებას მოეგო ბრძოლა. აუცილებლად დავამარცხებთ ამ ურჩხულ მანქანას, – ამბობს საბა სხვიტარიძის დედა, ტვ პირველთან.
ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ქუჩებში სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართება. 14 აპრილს, დედა ენის დღეს, ახალგაზრდები ისტორიული მარშრუტის გავლას აპირებენ თსუს პირველი კორუსიდან პარლამენტამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით უსუფაშვილი – ქვეყანა არის სტაბილურად მძიმე ვითარებაში, როგორც ავადმყოფზე იტყვიან: „რეანიმაციულ განყოფილებაშია“ – ხალხს ექნება ჩიხიდან გამოსავალი, „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი არ აქვს

ირაკლი კაკაბაძე: ხაინდრავა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიბინძურის, მორალური დეგრადაციის, მაკიაველიზმის და უზნეობის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ახლად ახერხებს იმას, რომ მომავალ თაობას შუა თითი გამოუყოს და უსირცხვილოდ დედა შეაგინოს