ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება – გუნბა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ ТАСС-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ოჩამჩირის რაიონში ს შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება.
„[რუსული] სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ იგეგმება, თუმცა დაგეგმილია ოჩამჩირის რაიონში შავი ზღვის ფლოტისთვის სწორედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა“, — განაცხადა მან.
გუნბას თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში “იგეგმება თანამშრომლობის გაძლიერება ორივე ქვეყნის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროებს შორისაც”.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება