ოქრო კვლავ ძვირდება და ისტორიაში უმაღლეს დონესთან ახლოს ივაჭრება

ოქროს ფასი ოთხშაბათს საღამოს კვლავ გაიზარდა და ისტორიაში უმაღლეს დონესთან ახლოსაა.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოთხშაბათს საღამოს აპრილის კონტრაქტებზე კოტირება უნციაზე 0,5%-ით, 2188,3 დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობის დახურვის რეკორდი 11 მარტს დაფიქსირდა – უნციაზე $2,188,6.
„ოქროს ზრდის დამაჯერებელი ახსნის არარსებობის პირობებში, ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ძვირფასი ლითონის უნარს შეინარჩუნოს არსებული დონე მოკლევადიან პერსპექტივაში, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდგომი ზრდის შესახებ“, – აცხადებენ Scotiabank-ის ანალიტიკოსები.