ოქროს ფასმა სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა – გიორგი ლალიაშვილი

ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი მონეტარული ოქრო ეტაპობრივად აისახებოდა ანგარიშზე, რაც აპრილის დასაწყისში დასრულდა. მას შემდეგ ოქროს საერთაშორისო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აპრილის თვეში მთლიანი სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, – განმარტა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა სარეზერვო ოქროს ღირებულების 529,4 მლნ დოლარამდე გაზრდის თაობაზე.
აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $36 მილიონით გაზრდილია და 01.05.2024-ის მდგომარეობით, $4.8 მილიარდს აღემატება. სავალუტო რეზერვებში ოქროს წილი თითქმის 11%-ია.
bp.ge