ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა – bloomberg

ოქროს ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და იმის მოლოდინმა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ოქრო 1,4%-ით გაიზარდა და მისმა ფასმა უნციაზე 2450,07 დოლარი შეადგინა და აპრილში დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბა. ბოლო სესიებზე, ტრეიდერები ზრდიან ფსონებს, რომ ფედერალურმა რეზერვმა შეიძლება შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს სცენარი ოქროს კიდევ უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს.
სააგენტო წერს, რომ გასულ კვირას აშშ დოლარის კურსი დაეცა და სახაზინო ობლიგაციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფლაცია აპრილში მოსალოდნელზე მეტად შერბილდა. ამან ხელი შეუწყო ოქროს ფასის ზრდას, რომლის ფასიც დათვლილი.
ძვირფასი ლითონის სტატუსი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ რაც 19 მაისს ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამ ამბებმა რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდის განცდა გაზარდა.
სიდნეის ABC-ის ინსტიტუციური ბაზრების გლობალური ხელმძღვანელი, ნიკოლას ფრაპელი Bloomberg-თან იმასაც აცხადებს, რომ ოქროს ფასის ზრდა დაკავშირებულია იმ გაურკვევლობასთან, რაც ირანში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ