ოქრიაშვილი: ძალიანაც რომ მოინდომონ ოცნებამ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!

ბატონი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს დაესვა წერტილი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას, რომ ქართულმა ოცნებამ იხსნა საქართველო ომისგან და ახლაც არიდებს ქვეყანას ომს.
პირველი კითხვაა, მაინც ვისთან ომისგან გვიხსნა “ოცნებამ”, როცა ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს მხოლოდ ემუქრება, ხოლო “ოცნება” მიიჩნევს, რომ გვემუქრება ევროპა და ამერიკა, ანუ ის, ვინც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტს 90-იანი წლებიდან მოყოლებული.
და რა შუაშია კობახიძის ვიზიტი თურქეთში?
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე თურქეთი ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოიჭრება და ომს ვერ გაგვიჩაღებს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს და მუშაობს სამხრეთის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ეკონომიკური ინტერესი და ზოგადად, თურქულ-შუააზიურ-ჩინური ინტერესები. ასე რომ, ძალიანაც რომ მოინდომონ “ოცნებამ” და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!