ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლია

მიუსაფარი ძაღლების ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 150 ძაღლი ირიცხება.
როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ოფიციალურად აღრიცხული მიუსაფარი ძაღლების მხოლოდ 32% ანუ 10 500 ძაღლია სტერილიზებული.
კვლევა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა.
როგორც კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციაში აცხადებენ, 2024 წელს აქცენტი ძაღლების სტერილიზაციაზე გაკეთდება.
ცნობისთვის, თბილისში მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ იყო ცნობილი, 2015 წლის შემდეგ ეს მიუსაფარი ძაღლების პირველი აღრიცხვა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ