ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “ბორნმუთიდან” 22 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი შეიძინა.
პარიზელებმა ახალწვეულს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 63 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 3 მილიონი ბონუსებით დაემატება.
ზაბარნის ანაზღაურება სეზონში დაახლოებით 4.5 მილიონი ევრო იქნება. გასულ სეზონში უკრაინელმა “ბორნმუთის” ფორმა ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 ასისტი მიითვალა.
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
მაინც იყიდეს – ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება – პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
