ლისაბონის “სპორტინგმა” გვაუწყა, რომ გათავისუფლებული ჟოაო პერეირას შემდეგ გუნდის ახალი მწვრთნელი 43 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი ბორხესი გახდა.
ის მიმდინარე სეზონში “გიმარაეშს” წვრთნინა და ამას საკმაო წარმატებითაც აკეთებდა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონური გრანდი 11 ნოემბერს რუბენ ამორიმმა დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, რის შემდეგაც “სპორტინგის” ახალი მწვრთნელი მეორე გუნდის დამრიგებელი ჟოაო პერეირა გახდა, რომელმაც ამ პოსტზე 2 თვეც ვერ გასტანა.