„ოსკარით“ ფილმის, „20 დღე მარიუპოლში“ დაჯილდოება ცერემონიის მოკლე ვერსიაში ვერ მოხვდა

ამერიკის კინოაკადემიის პრიზით, „ოსკარით“, დაჯილდოების ცერემონიის შემოკლებული, 90-წუთიანი საერთაშორისო ტელევერსიიდან დოკუმენტური ფილმის, „20 დღე მარიუპოლში“, დაჯილდოების ამოჭრას ში მწვავე რეაქცია მოჰყვა.
„ოსკარებით“ დაჯილდოების 96-ე ცერემონია 10 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარა მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“. ფილმი ს ჯარების მიერ ალყაშემორტყმული უკრაინული ქალაქის განადგურებას ასახავს.
ცერემონიის ჩვენების ლიცენზიის მფლობელ კომპანია Disney Entertainment-ში „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს განუცხადეს, რომ მოკლე ვერსიაში დაჯილდოების ნაწილი იმის გამო ვერ მოხვდა, რომ დრო შეზღუდული იყო, ეს ვერსია ჯერ კიდევ ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა და მასში იყო ყველა გამარჯვებულის ჩამონათვალი.
ცერემონიის მოკლე სატელევიზიო ვერსიიდან უკრაინული ფილმის დაჯილდოების ამოღების გამო აღშფოთება გამოთქვა უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. პროდიუსერ ლუკიან გალკინის განცხადებით, ცერემონიაზე ფილმის ავტორის, მსტისლავ ჩერნოვის ძლიერმა გამოსვლამ ხაზი გაუსვა უკრაინის და მსოფლიოს ერთიანობას და სამწუხაროა, რომ საერთაშორისო აუდიტორია სიმართლით სავსე ამ ეპიზოდის გარეშე დატოვეს.
უკრაინაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ შარშან დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში „ოსკარი“ გადაეცა რუსი ოპოზიციონერის, ს შესახებ გადაღებულ ფილმს, რომელიც მოკლე ვერსიაშიც დატოვეს პოლიტიკოსის ცოლის, იულიას გამოსვლასთან ერთად.
მსტისლავ ჩერნოვი, როგორც სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტი, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასა და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად ქალაქ მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. მსოფლიომ დიდწილად მათი წყალობით შეიტყო, რა ხდებოდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როცა რუსეთის ჯარებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და დღითიდღე ანადგურებდნენ.
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 11 მარტს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი არ აკეთებს კომენტარს „ოსკარით“ ფილმის, „20 დღე მარიუპოლში“ დაჯილდოებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ