“ოსკარზე” საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს” წარადგენს – კინოცენტრი

ეროვნული კინოცენტრის განცხადებით, 2024 წელს „ოსკარის“ 97-ე ცერემონიაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს” წარადგენს.
კინოცენტრის ცნობით, 12 სექტემბერს მათ მიერ დადგენილი სპეციალური კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩიეს გამარჯვებული ფილმი. როგორც ცენტრი იუწყება, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს” მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა.
კინოცენტრის განცხადებით, კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ხუთი ფილმი: „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (რეჟისორი და პროდიუსერი – ბექა სიხარულიძე); „კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა“ (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); „ეშმაკის სამოთხე“ (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); „ანტიკვარიატი“ (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და „აპრილი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი).
სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკომპლექტდა და მის შემადგენლობაში შედიოდნენ:
· ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი);
· ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი);
· (პროდიუსერი);
· ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი);
· ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი);
· ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი);
· გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი);
· ბაჩო ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი);
· გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი).
კინოცენტრის ცნობით, რუსუდან გლურჯიძის ფილმი “ანტიკვარიატი” 2006 წელს ს მხრიდან ეთნიკური ნიშნით ქართველთა მასობრივ უკანონო დეპორტაციას აღწერს.
7 სექტემბერს დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.
ქართული ფილმები მთავარ კონკურსში მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა – 1992 წელს ლანა ღოღობერიძის „ვალსი პეჩორაზე“ და 1996 წელს, ს „ყაჩაღები“.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.