სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლი” “ჯენოას” უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ისაუბრა.
“ნაპოლის” თავკაცმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე ადგილზე მყოფ “ატალანტასთან” 7-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაა საჭირო, ამისთვის თავს არ დაზოგავენ, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიასთვის პოზიცის შეცვლას ყველა ითხოვდა, რათა ორმაგი მეურვეობისთვის თავი დაეღწია და კართან ახლოს ემოქმედა. მისი თქმით, “კვარას” ადგილი შეუცვალა და მან კარგად ითამაშა.
მატჩზე დასასწრები 50 ათასი ბილეთი გუშინ გაიყიდა და მაცარიმ გულშემატკივრებს მთელი 90 წუთის მანძილზე გუნდის აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
იტალიაში დაბრუნებულმა
ვიქტორ ოსიმენმა ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა დღეს „ჯენოასთან“ არ ითამაშებს და “ბარსელონასთან” შეხვედრისთვის მოემზადება. ტრავმა მოირჩინა და კარში ადგილს დაიკავებს ალექს მერეტი. მას კონტრაქტი ივნისში უმთავრდება, რომელშიც პუნქტი აქვს შეტანილი, რომლის მიხედვით, თუ სეზონში მატჩების 70%-ში მიიღებს მონაწილეობას, თანამშრომლობას გაუგრძელებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მერეტის ასპარეზობით კლუბის ხელმძღვანელობა აღფრთოვანებული არაა, შეიძლება ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივონ (სეზონური ხელფასი 1.5 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი ექნება) და გაყიდონ.
Sky Sport-ი იტყობინება, რომ ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს ნახევარმცველი ჰამედ ტრაორე და თანაც სასტარტოში იქნება. გამოცემის მტკიცებით, “ნაპოლი” თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე.
დაპირისპირება “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.