ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო – სად სურს კარიერის გაგრძელება ნიგერიელ ფორვარდს

TBR Football-ის ცნობით, “ნაპოლის” საკუთრებაში მყოფმა და ამჟამად იჯარით “გალათასარაიში” მოთამაშე ვიქტორ ოსიმენმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.
ნიგერიელმა ს კლუბებს შეუთვალა, რომ ევროპის კონტინენტის დატოვებას არ აპირებს და კარიერის გაგრძელებას პრემიერ ლიგაში სურს.
26 წლის ფორვარდის მომავალ სავარაუდო კლუბად “მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება და გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკელი “წითელ ეშმაკებში” გადასვლას იმ შემთხვევაშიც დათანხმდება, თუ კლუბი ევროპული ტურნირების საგზურს ვერ მოიპოვებს.
სათქმელია ისიც, რომ ოსიმენის კონტრაქტის მფლობელ გუნდ “ნაპოლის” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ალეხანდრო გარნაჩოს წაყვანა სურს და ნიგერიელიც შესაძლოა, გარიგებაში ჩართონ.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა “გალათასარაის” რიგებში ყველა ტურნირიზე 30 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.