როგორც ჩანს, “ნაპოლის” ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი მშობლიურ ნიგერიაში კარგ დროს ატარებს.
“ინსტაგრამზე” გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ერთობა ვიქტორი ერთ-ერთ ღამის კლუბში და ადგილობრივებს ფულითაც აჯილდოვებს.
სხვათა შორის, ამ ფაქტის გამო იტალიური მედია ოსიმენს აკრიტიკებს და მის ქმედებას არაპროფესიონალურს უწოდებს.
შეგახსენებთ, შემტევმა “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.