“გალათასარაის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა, ნიგერიის ტელეარხ „360“-ზე, ონა კოსისოჩუკვუსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
– ვინ იყო ყველაზე ტექნიკური და საუკეთესო თანაგუნდელი, ვისთანაც ერთად გითამაშია?
– კვარაცხელია. საოცარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ბიჭია. მხედველობაში მაქვს გასახდელსა და მოედანზე – სწორედ საუკეთესოა. ჩინებული ადამიანია. როდესაც ნეაპოლში ჩამოვიდა, მე ვთქვი: „ინშალა“ (არაბული ფრაზა, რომელსაც მუსლიმები იმედის გამოსახატავად წარმოთქვამენ), უახლოეს მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. მას ეს მართლა შეუძლია.
იმის შემდეგაც კი, რაც პარიზში გადავიდა, ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კონტაქტს. წარმატებებს მუდამ ვულოცავ და ისიც იგივეს აკეთებს. უბრალოდ წარმოუდგენელი მოთამაშეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. ამაში ვერავინ შემეკამათება. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.