ოსიმენი “ალ ჰილალში”, ლუკაკუ კი – “ნაპოლიში”

“ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კარგ ევროპულ გუნდში გადასვლა სურდა, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხის, 130 მილიონი ევროს გადახდას არავინ არ აპირებს.
Sport Mediaset-ის ცნობით, “არსენალი” მზად იყო ოსიმენში 70 მილიონი გადაეხადა, მაგრამ ნეაპოლური კლუბი არ დათანხმდა. ნიგერიელის ამ ფასად შეძენაზე მხოლოდ ს “ალ ჰილალმა” გამოთქვა მზადყოფნა და დიდი ალბათობით, ტრანსფერი განხორციელდება.
“ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორის შემცვლელად “ჩელსიდან” რომელუ ლუკაკუს გადაბირება მოითხოვა. ლონდონური კლუბი ბელგიელის იჯარით გაშვებაზე თანახმა არ არის, გაყიდვა უნდა და 44-46 მილიონს ითხოვს. “ნაპოლიმ” 25-30 მილიონი (პლუს
ბონუსები) შესთავაზა და მხარეებმა შეიძლება კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. ლუკაკუ “რომაში” წელიწადში 7.5 მილიონს იღებდა, “ნაპოლიში” კი სეზონურ გასამრჯელოდ 5.5-6 მილიონ ევროს დათანხმდება.